www.4georgian.tk admin*eke
სამშაბათი, 2024-05-21, 6:39 AM
www.4georgian.tk
ფილმები [14]
თამაშები [27]
პროგრამები [6]
მუსიკები [4]
სურათები [2]
სხვადასხვა [0]
მობილურისთვის [2]
real madrid [2]
counter strike 1.6 [2]
es sainteresoa [18]
sasacilo [1]
sporti [5]
ელ.წიგნები [10]
real madrid
babu
football
მთავარი » 2009 » დეკემბერი » 25 » ვინ შეიძლება ვიხილოთ “ბარსელონაში” ზამთარში?
6:45 PM
ვინ შეიძლება ვიხილოთ “ბარსელონაში” ზამთარში?


იანვარში "ბარსელონა” შეეცდება ზაფხულში გააძლიეროს ორი პოზიცია, ნახევარდაცვა და თავდასხმა. ამჟამად კლუბის ტექნიკური დირექტორი ჩიკი ბეგირისტაინი რამოდენიმე ფრონტზე მუშაობს.

პრიორიტეტული სამიზნე – თავდამსხმელი და მარცხენა ფლანგი, ყველაზე მეტად წელს ამ პოზიციის გასაძლიერებლად რობინიოს სახელი დომინირებს. ბრაზილიელთან ერთად კლუბი ასევე დაინტერესებულია "აიაქსის” თავდამსხმელით, ლუის სუარესით, ეს უკანასკნელი ჰოლანდიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირად გვევლინება. ამ ორი ფეხბურთელის სასარგებლოდ ის ფაქტიც მეტყველებს, რომ თუკუ "ბარსელონა” შეიძენს მათ, მაშინ უფლება ექნება კლუბს საჩემპიონთალიგო განაცხადში შეიყვანოს ისინი. "ბარსელონა” იბრძვის იმისათვის, რომ მშობლიურ კედლებს ზამთარშივე დაუბრუნოს სესკ ფაბრეგასი. დღის წესრიგში ეს ასე სწრაფად იმიტომ დადგა, რომ ზაფხულში საპრეზიდენტო არჩევნებია. თუკი ლაპორტა იყიდის ფაბრეგასს მაშინ კოზირს დააკარგვინებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ორ კანდიდატს, რომლებიც სანდრო როსელის კონკურენტები არიან.



აფრიკის თასის დაწყებისას "ბარსელონა” დარჩება იაია ტურეს და სეიდუ კეიტას გარეშე, ამრიგად კლუბში მხოლოდ ერთი საყრდენი ნახევარმცველი დარჩება, სერჟიო ბუსკეტსი. იანვარში კი კლუბი შეეცდება იჯარით, "ინტერიდან” იჯარით აიყვანოს პატრიკ ვიეირა. ამ ტრანსფერის დამატებითი სტიმული ის არის, რომ ვიეირა და ტიერი ანრი წლების მანძილზე გვერდი-გვერდ თამაშობდნენ, ჯერ საფრანგეთის ეროვნულ გუნდში და შემდეგ "არსენალში”.

კრისტიან პოულსენი არის კიდევ ერთი ვარიანტი, რომლითაც შეიძლება "ბარსელონას” ცენტრალური ნახევარდაცვა გაძლიერდეს.

პრიმერა დივიზიონის სამ გრანდს ერთდროულად სურს, "რასინგის” შემტევი ნახევარმცველის სერხიო კანალესის შეძენა. იგი ესპანური ფეხბურთის, ახალი თაობის, ერთ-ერთ უნიჭიერეს წარმომადგენელადაა მიჩნეული. მას ზაფხულში ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი ეწურება და საშუალება ეძლევა ესპანურ გრანდებს, რომ თავიანთ რიგებში იხილონ ახალგაზრდა ანდალუსიელი.

"ბარსელონას” და”რეალს” აქვს მცდელობა ბრაზილიური "ინტერნასიონალიდან” შეიძინონ ახალგაზრდა ჩამშლელი ნახევარმცველი სანდრო. იგი დიდ ფეხბურთში შარშანდელი სეზონდიდან არის, სადებიუტო სეზონში მან ჩაატარა 26 თამაში და 3 გოლიც გაიტანა. ამ ფეხბურთელმა უკვე შეძლო, რომ მოერგო ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მაისური ტანზე.

"ბარსელონა” ჩაება ასევე ჰოლანდიური "აიაქსის” მარჯვენა მცველისთვის, გრეგორი ვან დერ ვილისთვის ბრძოლაში, ამ უკანასკნელზე პრეტენზია აქვს, მადრიდულ "ატლეტიკოს”, "არსენალს” და "იუვენტუსს”. დებიუტანტისთვის ბრძოლაში აქ უკვე

ფავორიტად მუდმივად ახალგაზრდებზე დაგეშილი ლონდოლელები ითვლებიან, რომლებიც მზად არიან მასში 7,5 მილიონი ევრო გადაიხადონ.
კატეგორია: sporti | ნანახია: 962 | დაამატა: eke | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
eke
tkveni reklamis ad
rusuli gazetebi dg
erekle gorgodze Make a free website with uCoz