www.4georgian.tk admin*eke
სამშაბათი, 2024-04-30, 7:11 AM
www.4georgian.tk
ფილმები [14]
თამაშები [27]
პროგრამები [6]
მუსიკები [4]
სურათები [2]
სხვადასხვა [0]
მობილურისთვის [2]
real madrid [2]
counter strike 1.6 [2]
es sainteresoa [18]
sasacilo [1]
sporti [5]
ელ.წიგნები [10]
real madrid
babu
football
მთავარი » real madrid
ესპანური "სარაგოსას” ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის” მცველს, კრისტოფ მეტცელდერს გადაიბირებს.
AS-ის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონში პრიმერადივიზიონის 15 შეხვედრაში 35 გოლის გაშვებამ და დაქვეითების შაშიშროებამ, კლუბი დაცვის ხაზის გაძლიერებაზე სერიოზულად დააფიქრა. მაგრამ "სარაგოსას” ერთი დიდი პრობლემა აქვს. ამ კლუბის ფინანსური შესაძლებლობები იმდენად მწირია, რომ გერმანელ ფეხბურთელს "რეალის” მსგავს ანაზღაურებას ვერ შესთავაზებს. თუმცა, არაა გამორიცხული, მეტცელდერი ხელფასის შემცირებას დათანხმდეს, რადგან მიმდინარე სეზონში "სამეფო კლუბის” მაისური მხოლოდ ერთ თამაშში მოირგო, რის გამოც ეროვნულ გუნდში ადგილის დაკარგვისა და მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვების საფრთხის წინაშე დადგა.



კატეგორია: real madrid | ნანახია: 972 | დაამატა: eke | თარიღი: 2009-12-24 | კომენტარი (1)

მადრიდული გამოცემა "მარკა" იუწყება, რომ ქარიმ ბენზემასთვის ინგლისურ პრემიერ ლიგის გუნდებს შრის ნამდვილი ბრძოლაა გაჩაღებული.ფრანგი მოთამაშის გადასაბირებლად ბრიტანული გრანდები იბრძვიან.

ბენზემას აგენტმა პრესასთან საუბრის დროს დასძინა, რომ თავისმა კლიენტმა რამდენიმე დღის წინ უარით გაისტუმრა "მანჩესტერ სიტისა" და "ჩელსის" წარმომადგენლები.ის ამბობს, რომ "სიტის" საკმაოდ სოლიდური თანხის გაღება სურდა ფეხბურთელში, ხოლო რაც შეეხება "არისტოკრატებს," ისინი ქარიმში ხედავენ დროგბას შემცვლელს.

ფეხბურთელისადმი არანაკლებ ინტერესს გამოხატავს "არსენალის" ფრანგი თავკაცი, არსენ ვენგერი."მეთოფეთა" დამრიგებლის სურვილია თავის ახალგაზრდულ გუნდს ძალზედ პერსპექტიული ფორვარდი შეუმატოს.

მიუხედავად ამდენი დაინტერესებისა, ბენზემა ხაზგასმით აცხადებს, რომ მადრიდიან წასვლას არ აპირებს
კატეგორია: real madrid | ნანახია: 968 | დაამატა: eke | თარიღი: 2009-12-24 | კომენტარი (0)

eke
tkveni reklamis ad
rusuli gazetebi dg
erekle gorgodze Make a free website with uCoz