www.4georgian.tk admin*eke
პარასკევი, 2024-05-17, 3:53 AM
www.4georgian.tk
ფილმები [14]
თამაშები [27]
პროგრამები [6]
მუსიკები [4]
სურათები [2]
სხვადასხვა [0]
მობილურისთვის [2]
real madrid [2]
counter strike 1.6 [2]
es sainteresoa [18]
sasacilo [1]
sporti [5]
ელ.წიგნები [10]
real madrid
babu
football
მთავარი » 2009 » დეკემბერი » 23 » ><აშოტ კურაპალატი><
10:52 PM
><აშოტ კურაპალატი><
აშოტ I დიდი, კურაპალატი (გ. 29 იანვარი, 826, დოლისყანა), ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის მამამთავარი და მეფე 809 - 826 წლებში. მანამდე, დაახლოებით 786-809 წლებში იგი იყო ქართლის ერისმთავარი.

ბაბუამისი, ისევე, როგორც ბაგრატიონთა საგვარეულოს დიდი ნაწილი, იყო ერთ-ერთი უძველესი ქართული პროვინციიდან, - სპერიდან (ამჟამად ისპირი, თურქეთის ტერიტორიაზე) და იგი 730-იანი წლებიდან ჩანს კლარჯეთში. აშოტი სათავეში ედგა ქართლის ბრძოლას არაბთა წინააღმდეგ, მაგრამ დამარცხდა და იძულებული გახდა გაქცეულიყო შავშეთ-კლარჯეთში, რომელიც პოლიტიკურად ბიზანტიას ეკუთვნოდა. აშოტ I ამ ადგილების მფლობელი და ბიზანტიის ვასალი გახდა, მიიღო ბიზანტიის სამეფო კარის კურაპალატის პატივი, აღადგინა ვახტანგ გორგასლის მიერ აშენებული და შემდეგ მურვან ყრუს მიერ აოხრებული არტანუჯის ციხე,მის მახლობლად ქალაქი გააშენა და ბაგრატიონთა საბრძანებლად გამოაცხადა, აქვე ააშენა წმ. პეტრე და წმ. პავლე მოციქულების სახელობის ეკლესია მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი სამფლობელოები. ამ დროიდან ქართლის პოლიტიკურმა ცენტრმა მთლიანად სამხრეთში გადაინაცვლა.

საქართველოს ისტორიაში ამ ხანას ტაო-კლარჯეთის ან " ქართველთა სამეფოს" პერიოდი ეწოდება. ამდენად, 809 წელი მიჩნეულია ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის დაფუძნების წლად, თუმცა, ეს საგვარეულო ქართლს განაგებდა ჯერ კიდევ 575 წლიდან, როდესაც ქართლის ერისმთავარი გახდა გუარამ I კურაპალატი. აშოტ I მოკლულ იქნა შინაგამცემლობის შედეგად.
კატეგორია: es sainteresoa | ნანახია: 990 | დაამატა: eke | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
eke
tkveni reklamis ad
rusuli gazetebi dg
erekle gorgodze Make a free website with uCoz