www.4georgian.tk admin*eke
სამშაბათი, 2024-05-21, 9:47 AM
www.4georgian.tk
ფილმები [14]
თამაშები [27]
პროგრამები [6]
მუსიკები [4]
სურათები [2]
სხვადასხვა [0]
მობილურისთვის [2]
real madrid [2]
counter strike 1.6 [2]
es sainteresoa [18]
sasacilo [1]
sporti [5]
ელ.წიგნები [10]
real madrid
babu
football
მთავარი » 2009 » დეკემბერი » 23 » კრიშტიანუ რონალდუ: “ყველაფერი ჩემთვის მინდა”
2:27 PM
კრიშტიანუ რონალდუ: “ყველაფერი ჩემთვის მინდა”
შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გამართულ გალა-წარმოდგენაზე მადრიდის "რეალის” პორტუგალიელი ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ ფერენც პუშკაშის სახელობის პრიზი მიიღო, რომელიც ფიფა-მ წლის განმავლობაში საუკეთესო გოლის ავტორისთვის დააწესა. ამჟამად, მადრიდის "რეალის” წევრმა რონალდუმ აღნიშნული პრიზი პუშკაში ქვრივის ერშებეტისგან იმ გოლისთვის მიიღო, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პორტუგალიურ "პორტუს” გაუტანა.
პორტუგალიელი მიმდინარე სეზონში ბოლომდე დახარჯვას "სამეფო კლუბისთვის” აპირებს და ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ოცნებობს, მთავარ მიზნად კი 2010 სამხრეთ აფრიკაში გასამართ მსოფლიოს პირველობაზე წარმატებული თამაში დაუსახავს. ფიფა-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინტერვიუ რონალდუსთან, ძირითადად, აღნიშნულ თემებს დაეთმო.
- თქვენ ფერენც პუშკაშის სახელობის პრიზი გადმოგეცათ, რომელიც ფიფა-მ წლის ყველაზე ლამაზი გოლის გამტანისთვის დააწესა. "პორტუს” კარში მართლაც ჩინებული გოლი შეაგდეთ. იქნებ, იმ ეპიზოდის შესახებ მოგვითხროთ...
- მართლაც დაუჯერებელი გოლი გახლდათ! ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მე გავიტანე. შეუდარებელი დარტყმა იყო, თუმცა, თუ იმის ასხნას მთხოვთ, ეს როგორ შევძელი, ნამდვილად ვერ მოგახსენებთ. აღნიშნული ჯილდოს ჩემთვის დიდი პატივია. მიხარია, რომ ფიფა-მ კიდევ ერთი პრესტიჟული პრიზი დააწესა.
- მსოფლიოს 2010 წლის ჩემოიონატის ფინალურ ეტაპზე პორტუგალიის ნაკრები ძალიან რთულ ჯგუფში მოხვდა. თავში რა აზრმა გაგიელვათ, როდესაც კენჭისყრის შედეგები შეიტყვეთ?
- მართლაც რთული ჯგუფია. კოტ დ’ივუარი, ბრაზილია და ჩრდილოეთ კორეა ჩინებული გუნდები არიან, თუმცა, მუდმივად მათზე ფიქრი კარგს არაფერს მოგვიტანს. მთავარია, სამხრეთ აფრიკაში ჩავიდეთ და ყველას ვაჩვენოთ, ფეხბურთის თამაში როგორ შეგვიძლია. ისევე უნდა გავისარჯოთ, როგორც ჩვენს ბოლო მატჩებში. ეს რთული იქნება, მაგრამ – არა შეუძლებელი.
- ჯგუფიდან გასასვლელად გადამწყვეტი რომელი მატჩი იქნება?
- ვფიქრობ, ყველა თამაში მნიშვნელოვანია, თუმცა, კოტ დ’ივუართან გახსნის მატჩი მაინც გამორჩეული იქნება. მათ ფიზიკურად კარგად მომზადებული გუნდი ჰყავთ და მოტივაციაც ჩვენზე არანაკლები ექნებათ. რთული დაპირისპირება იქნება, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ.
- შესარჩევ ციკლში პორტუგალიის ნაკრებს ფლეი-ოფში თამაში მოუხდა, რომელიც თქვენ ტრავმის გამო გამოტოვეთ. იმ დროს რა გრძნობა დაგეუფლათ?
- შესარჩევი ტურნირი ძალიან მძიმედ წარვმართეთ, თუმცა, ბევრი მუშაობისა და მსხვერპლის გაღების გარეშე, კარგი შედეგი არ მოდის. ხშირმა ტრავმებმა გადამწყვეტ მატჩებში ნაკრებთან ერთად ყოფნის საშუალება მართლაც არ მომცა, მაგრამ იმედს გამოვთქვამ, რომ ფინალური ეტაპისთვის სრულ მზადყოფნაში ვიქნები და პორტუგალიისთვის მაქსიმუმს გავიღებ.
- მოსალოდნელია, რომ სამხრეთ აფრიკაში საყოველთაო ყურადღების ცენტრში იქნებით. ეს თქვენზე ზეგავლენას არ მოახდენს?
- სამხრეთ აფრიკაში უამრავი პორტუგალიელი ემიგრანტი ცხოვრობს, ამდენად, ყურადღების ქვეშ არა მარტო მე, არამედ, ყველა ჩვენი ფეხბურთელი მოხვდება. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია. მსოფლიოს ჩემპიონატი გამორჩეული ღონისძიებაა და ვეცდებით, იმ გულშემატკივრებს, რომლებიც მხარს უშუალოდ ტრიბუნებიდან დაგვიჭერენ, დიდი სიხარული ვაჩუქოთ.
- აქამდე, სამხრეთ აფრიკაში თუ ყოფილხართ?
- არასოდეს. ამდენად, აფრიკაში ჩემს ვიზიტს გამორჩეულ მნიშვნელობას ვანიჭებ.
- თუკი პორტუგალიამ ჯგუფიდან გააღწია, არსებობს შანსი, რომ მერვედფინალში ესპანეთს გადაეყაროთ. აღნიშნულის შესახებ თანაგუნდელებთან თუ გისაუბრიათ?
- პირველ რიგში, საწყის ეტაპზე ვართ კონცენტრირებულნი, შემდეგ კი სულ უფრო ძლიერ მეტოქეებთან მოგვიხდება ჭიდილი. შესაძლოა, ერთ-ერთი მათგანი ესპანეთიც იყოს, მაგრამ ამაზე გამორჩეულად ნამდვილად არ მიფიქრია. როგორც აღვნიშნე, ამჟამად, მხოლოდ სასტარტო მატჩში გამარჯვებაზე ვოცნებობ.
- პორტუგალიის ნაკრების ახლანდელ თავკაცის კარლოს კეირუშის ხელქვეითობით, "მანჩესტერ იუნაიტედშიც” გიმუშავიათ. კეირუშის მიერ გუნდში და ნაკრებში შემუშავებულ სამუშაო წესებს შორის დიდი განსხვავებაა?
- კარლოს კეირუში ზუსტად იგივე პიროვნებაა, რაც მანჩესტერში იყო. იგი ჩინებული მწვრთნელი და კარგი ადამიანია. ყველანი ვხედავთ, რომ კარლოსი გუნდში ყველაფერს დებს. თავადაც სრულად გვაქვს გააზრებული, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი კარიერის განმავლობაში გამორჩეული მოვლენაა. ამ ფონზე, დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად წარიმართება.
- გასულ ზაფხულს მადრიდის "რეალში” გადაბარგდით. გუნდში გატარებულ რამდენიმე თვეს როგორ შეაფასებდით?
- აქ ახალი გამოწვევებია. "რეალიცა” და "მანჩესტერიც” დიდი გუნდები არიან, თუმცა, ცხადია, რომ ისინი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან. რამდენჯერმე უკვე აღვნიშნე, რომ "იუნაიტედში” გარკვეული ციკლი დავასრულე, "რეალში” კი ახალი ერა დაიწყო. ვფიქრობ, მადრიდში მანჩესტერზე არანაკლები ტიტულების მოგება შემიძლია. აქ ძალიან ბედნიერი ვარ.
- მომავალ წელს მართლაც დიდი ბატალიები გელით – ბრძოლა პრიმერა დივიზიონის, ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიოს ჩემპიონატის მოსაგებად. თავად რა მიზნები გამოძრავებთ?
- ცხადია, ყველაფრის მოგებაზე ვფიქრობ. "რეალი” დიდებული გუნდია, რომელსაც ესპანეთის პრიმერა დივიზიონსა და ჩემპიონთა ლიგაში პირველობა შეუძლია. მსოფლიოს ჩემპიონატში გამარჯვება გაცილებით რთული იქნება, თუმცა, არც ამის იმედს ვკარგავ. ფეხბურთში ყველაფერი ხდება. იმასაც გეტყვით, რომ ამ ეტაპზე ჩემი ფიქრები "რეალს” დასტრიალებს. მუნდიალამდე ექვს თვემდე დრო რჩება და მასზე ფიქრს საკლუბო ამბების დასრულების შემდეგაც მოვასწრებ.




კატეგორია: sporti | ნანახია: 948 | დაამატა: eke | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
eke
tkveni reklamis ad
rusuli gazetebi dg
erekle gorgodze Make a free website with uCoz